Julius Mein
Leaf

სიახლეები

ვენური ყავის კულტურა

01 დეკემბერი 2018

ყველასთვის ცნობილია, რომ ვენა ევროპის არა მხოლოდ მუსიკალური, არამედ ყავის კულტურის ცენტრიცაა. ისტორიის თანახმად, ვენაში ყავას მე-16 საუკუნიდან მოიხმარენ. საინტერესოა საიდან მოხვდა ყავა ავსტრიაში?

გავრცელებული ინფორმაციის მიხევით, რამდენიმე ასეული ტომარა ნედლი მარცვალი თურქების წარუმატებელი თავდასხმისა და  შემდეგ უკან დახევის შედეგად აღმოჩნდა ავსტრიაში. თურქებთან ტყვედ ჩავარდნილმა ოფიცერმა კულჩინსკიმ იცოდა ამ აღმოჩენის ფასი. დღეს ამ ადამიანს იხსენიებენ, როგორც პიროვნებას, რომელმაც ევროპას ასწავლა ყავის გემო. მან გახსნა პირველი ყავის სახლი და მოიფიქრა  ყავისთვის რძისა და შაქრის დამატება.

ვენური ყავის სახლები - ეს ამ ქალაქის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია.

 ყავის ტრადიციული ვენური მირთმევა გახლავთ ლანგრით და ჭიქა წყლით. 300 წლის წინ ვენაში არ იყო შესაძლებლობა ყავის წვრილად დაფქვის. ფინჯანი ყავის მირთმევის შემდეგ გაჩნდა აუცილებლობა პირში გემოს რეცეპტორები აღედგინათ. აქედან გამომდინარე წყალი გახდა აუცილებელი ატრიბუტი ყავასთან მისაყოლებლად.

 

footerBkg

პაროლის აღდგენა

ახალი პაროლი

პაროლის აღდგენის ლინკი გამოგზავნილია თქვენს იმეილზე !