Julius Mein
Leaf

სიახლეები

როგორ დაიწყო ეს ისტორია ?

08 აგვისტო 2013

ეს ისტორია დაიწყო 1862 წელს, როდესაც იულიუს მაინლ I-მა ვენაში გახსნა პირველი ყავის მაღაზია. ის ქმნიდა ყავის კუპაჟებს და იყო პირველი, ვინც დაიწყო ყავის მოხალვა, 
სწორედ მან შესთავაზა პირველმა მომხმარებელს ახლად მოხალული ყავა, 
ხოლო 1891 წელს გახსნა პირველი ყავის მოსახალი ქარხანა. 
მას შემდეგ, სახელი იულიუს მაინლი ასოცირდება ყავის მომზადების ტრადიციასთან და არის უმაღლესი ხარისხის გარანტი. 
თუ გსურთ გემო გაუგოთ საუკუნოვან ტრადიციებსა და ყავის მირთმევის ვენურ წესს, მაშინ აუცილებლად უნდა აირჩიო Julius Meinl-ი!

 

1862 - იულიუს მაინლი I ხსნის სანელებლების მაღაზიას ვენის ცენტრში. აქ იყიდება ყავა, ჩაი და კაკაო.

1877 - იულიუს მაინლ I I ახდენს რევოლუციას ყავის მოხალვის პროცესში: პირველად მოხალული ყავა არ შეიცავს სხვა არომატს და ინარჩუნებს ნატურალურ არომატს.

1912 - კომპანიის ცენტრალური ოფისი და მომხალავი საამქრო გადადის ქუჩაზე, რომლის სახელწოდებაც ამ დღიდან დღემდე "Julius Meinl-ია"

1913 - ,,იულიუს მაინლი’’ ხდება ავსტრია-უნგრეთის იმპერიის უმსხვილესი მომხალავი კომპანია და ასევე ჩაის და ყავის ყველაზე გავლენიანი იმპორტიორი ევროპაში.

1924 - ავსტრიელი დიზაინერი იოსებ ბინდერი ქმნის ლეგენდარული მავრი ბიჭუნას გამოსახულებას, რომელიც ხდება ,,იულიუს მაინლი’’-ს სიმბოლო და ცოტა მოგვიანებით, ლოგო.

1950 - იხსნება მაღაზია ვენის ცენტრალურ ქუჩაზე - გრაბენის #19. ეს ბუტიკი დღემდე ფუნქციონირებს.

1962 - 100 წლის იუბილის აღსანიშნავად კომპანია უშვებს ახალი ყავის ბლენდს "საიუბილეო"

1990 - ,,იულიუს მაინლი’’-ს პროდუქცია პირველად გამოჩნდა საბჭოთა კავშირში.

2002 - ,,იულიუს მაინლი’’-ს ექსპანსია ხდება აქტიური მსოფლიოს ბაზარზე. ჩიკაგოში იხსნება პირველი იულიუს მაინლის კაფე.

2003 - ,,იულიუს მაინლი’’ ქმნის იტალიურ ქარხანას და ბრენდს "Crem Caffe"

2004 - იტალიელმა დიზაინერმა მატეო ტუნმა განაახლა ლოგოტიპი და შექმნა ფინჯანის დიზაინი.

 

 

footerBkg

პაროლის აღდგენა

ახალი პაროლი

პაროლის აღდგენის ლინკი გამოგზავნილია თქვენს იმეილზე !